Hall Of Fame-ის მომავალმა მონაწილემ EDGE-მ მისცა ინტერვიუ Basted Open-ისთვის, რომელშიც გასცა პასუხი რამდენიმე კითხვას. ქვემოთ წარმოდგენილია ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები.
Hall Of Fame-ში მონაწილეობის შესახებ: "ეს არაჩვეულებრივია! მე მოველოდი ამ მოვლენას რამდენიმე წელში, ან როდეს გავრცელდა ჭორები იმის შესახებ,რომ WrestleMania ჩატარდება ტორონტოში, ვანკუვერში და მონრეალში. ზუსტად ამას მე მოველოდი. და მაშინ მე გავიგონე სატელეფონო ზარი და ამ ამბის გაგებისას მე ვთქვი: "ამ წელს? მართლა?", რა თქმა უნდა მე არ მითქვამს უარი.ეს დიდი პატივია ჩემთვის. მე არ მოველოდი ამას! გასულ წელს მე გამოვდიოდი WrestleMania-ზე, ასევე წინა წელი იყო ის წელი, რომელშიც მე დავაპირე ჩემი კარიერის შეწყვეტა."
თავის საყვარელ მოვლენაზე WrestleMania-ზე: "ჩემი საყვარელი მომენტი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე იყო მატჩი Undertaker-ის წინააღმდეგ. მისი მხოლოდ ერთი გამოსვლა არენაზე და რინგზე იდგა რისტლერი, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო ჩემი ფავორიტი. მაშინ მე ვუთხარი ჩემს თავს "კარგია, მე შევძლებ ამას, წავიდა!". ასევე რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის როდესაც ჩვენ Christian-თან ერთად ვიდექით გატეხილი მაგიდების ზევით გუნგური ჩემპიონობის ქამრებით. თუ თქვენ იცით, თუ რა გადავიტანეთ ჩვენ, მაშინ თქვენ შეძლებთ ჩვენს გაგებას, თქვენ შეძლებდით გაგებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ეს ჩვენთვის. მე ვგულისხმობ იმას, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ სოლიდური რამაა, რომელიც შეედარება მხოლოდ Booker T-სთამ შამპანიურის დალევის შესაძლებლობას, რაც საბედნიეროდ უკვე მოხდა ჩემს მშობლიურ ქალაქში - ტორონტოში."
EDGE Vickie Guerrero-ზე მე ვგრძნობ თავს, როგორც ამაყი მამა იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ პირველად ვიყავით დაკავებული საერთო საქმით, იგი იყო მხოლოდ სერიოზული გენერალური მენეჯერი, რომელიც ატარებდა საქმიან კოსტუმს. მან მითხრა, რომ მე ძალიან დავეხმარე მას. იგი ნაწილობრივ აძაბებდა ჩემს დარწმუნებას შოუებზე. ძალიან სახალისო იყო იმის ყურება, თუ როგორ გადაიქცა აღშფოთებული "excuse me" ფენომენად, რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ. და ჩვენ მივიღეთ ადამიანი, რომეზ=ლზეც ოცნებოდნენ, რომ მე არ მინდოდა მისი ხმის გაგონებაც, რადგან იგი ძალიან ხმამაღალი იყო, მაგრამ მე ჩემთვის ვამბობდი "ყოჩაღ, ვიკ, შესანიშნავია, მე შევქმენი მონსტრი". მე ვიყავი როგორც რქიმი ფრანკინშტეინი, რომელიც უყურებს თავის ცოლს."
EDGE თავის კისრის ტრავმაზე: "მე წარმოდგენაც არ მქონდა რომ მატჩი გასულ WrestleMania-ზე იქნებოდა ჩემი ბოლო მატჩი. ჩვენ ნამდვილად მოველოდით, რომ წინა წელს მე სავარაუდოდ დავასრულებდი ჩემს კარიერას. წლის მთავარი მოვლენის შემდეგ ჩვენ ვაპირებდით Alberto Del Rio-სთან კიბეების მატჩის ჩატარებას, და ამის შემდეგ მე უნდა დამესვენა ორი თვე. და ეს მაინც არ იყო ჩემთვის ბოლო. მაგრამ ორშაბათს ჩვენ მივიღეთ დამატებითი MRT, რომელშიც ეწერა: "ვაა! ამ მხრივ შენ არ გაქვს არანაირი არჩევანი. შენ უნდა დაასრულო შენი კარიერა. შენ ყველაზე ცუდი მაჩვენებელები გაქვს იმ რესტლერებიდან , რომლებიც ამ ეტაპზე გამოდიან რესტლინგში. ეს შენი კარიერის ბოლოა", მაგრამ შესაძლოა ყვეკაფერი ზუსტად იმ მომენტს აღმოჩნდა. მე არ ვიცოდი, თუ როდის დამეწყო ეს ტრამვა. ნათელია, რომ ეს ეტაპობრივი პროცესია, მაგრამ მახსოვს, რომ 2003 წელს მე ჩამიტარდა ოპერაცია კისერზე და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ დღიდან დაიწყო ჩემი პრობლემები. და მოვასწარი ძალიან ბევრის გაკეთება და განვახორციელე ჩემი გეგმები. და ამიტომ მე უპრობლემოდ შემიძლია გავიხედო უკან."
|